ეუთოს ხელმძღვანელი გამორიცხავს მომავალში რუსეთის როგორც შუამავლის როლს ეგრედწოდებულ სამხრეთ ოსეთში.
როიტერსი იტყობინება რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე სტაბმა რომელიც ამჟამად ეუთოს თავჯდომარეა გუშინ ჰელსინკში, გამართულ პრესკონფერენციაზე ხაზგასმით აღნიშნა რომ რუსეთი დღეს კონფლიქტში მონაწილე მხარეა და ეს აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული როდესაც დაიწყება მოლაპარაკებები ცეცხლისშეწყვეტასა და მშვიდობის დამყარების შესახებ.
"აბსოლუტურად ნათელია ის რომ რუსეთი ამ როლში სტატუს ქვოს ვეღარასოდეს ვერ დაუბრუნდება." განაცხადა სტამბა .