ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოზე თავდასხმა კონფლიქტის საშიშ ესკალაციას წარმოადგენს


პრეზიდენტი ბუში აცხადებს რომ საქართველოზე თავდასხმა კონფლიქტის საშიშ ესკალაციას წარმოადგენს. დღეს პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა რომ ბრძოლა საქართველოსა და რუსეთის ძალებს შორის მთელს რეგიონში უქმნის საფრთხეს მშვიდობას და რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის გარდა საქართველოს სხვა ობიექტების დაბომბვა კონფლიქტის საშიშ ესკალაციას წარმოადგენს.

მან რუსეთს მოუწოდა შეწყვიტოს დაბომბვა და საქართველოს ტერიტორიული ხელშეუვალობა დაიცვას. თეთრის სახლის წარმომადგენელმა განაცხადა რომ პრეზიდეტნმა ბუშმა აშშ-ის ეს პოზიცია უკვე გააცნო რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს. პრეზიდენტმა ბუშმა შექმნილი მდგომარეობა უკვე მიმოიხილა რუსეთის პრემიერ მინისტრ ვლადიმირ პუტინთან. აშშ-ი, ევროკავშირი და ეუთო დელეგაციებს აგზავნიან საქართველოში. ჩინეთმა გააკეთა ოფიციალური გაბცხადება რომელშიც მოუწოდებს საქართველოსა და რუსეთს შეწყვიტოს დაპირისპირება და დაიწყონ დიალოგი. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმაც გამოხატა შეშფოთება საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო. ამ ორგანიზაციის რწმუნებულმა განაცხადა რომ ძალმომრეობა არ ესადაგება ოლიმპიურ იდეალს.

XS
SM
MD
LG