ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წამება – როგორც დასჯა


რამდენიმე წლის წინ საქართველოში წამების ძალიან ხშირი შემთხვევები არსებობდა და ეს განსაკუთრებით სასჯელაღსრულებით ორგანოებში ფიქსირდებოდა. ცალსახად მისასალმებელია ის ფაქტი, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევების მიხედვით წამების ფაქტების პროცენტულმა მაჩვენებელმა საგრძნობლად იკლო. მაგრამ მიუხედავად ამისა, პრობლემა არ შეიძლება მოგვარებულად ჩაითვალოს და ამგვარი ფაქტები ჯერ ისევ შეიმჩნევა. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის, "Gჩღთ"-ის კოორდინატორი, ფსიქოლოგი ნატო ზაზაშვილი, რომელიც პირველ რიგში მოგვახსენებს იმის შესახებ, თუ როგორ ეძლევა ფაქტს წამების კატეგორია. საინტერესოა, რომ ხშირად წამების მსხვერპლი ვერც ხვდება და ვერ აცნობიერებს, რომ სწორედ ის გახლავთ სასტიკი, ფიზიკური ან კი ფსიქოლოგიური წამების მსხვერპლი.

ნატო ზაზაშვილი – წამება არ გულისხმობს მხოლოდ პეიტანციალურ სისტემაში არსებული ძალადობის ფაქტებს. ჩვენი ორგანიზაციის სამიზნე ჯგუფები არიან დევნილები აფხაზეთიდან, ლტოლვილები ჩეჩნეთიდან და აგრეთვე სასჯელაღსრულებითი ორგანოდან გამოსული ადამიანები. წამება შეიძლება იყოს ფიზიკური, ფსიქოლოგიური... ყველა ჩვენი კლიენტი აღნიშნავს, რომ რაც არ უნდა მძიმე ფიზიკური წამება ქონდეს გამოვლილი, ის ვერ უტოლდება ფსიქოლოგიურ წამებას, რომელიც გულისხმობს შეურაწმყოფას, დამცირებას და ა.შ.

- რეაბილიტაცია ხშირად ყველაზე რთული მაშინ ხდება, როდესაც მსხვერპლი ვერ ხედავს და ვერ ხვდება მისი წამების მოტივს, რატომ გახდა ის ძალადობის, აგრესიის მიზანი. 7 ნოემბრის შემდეგ წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრს ბევრმა დაზარალებულმა მიმართა სხვადასხვა ტიპის ფაქტებით. მთავარი პრობლემა სწორედ ის გახლდათ, რომ დაზარალებულებმა ვერ ამოხსნეს თუ რატომ გახდნენ ისინი ამგვარი ძალადობის მსხვერპლნი. ამგვარ ფაქტებს კი ყველაზე რთული ტრამვები ახლავს თან.

ნატო ზაზაშვილი – წამების შედეგად ადამიანი ფსიქოლოგიურად ტრამვირებულია დ ამ პეროდისთვის მისთვის ყველაზე დამახასიათებელია საზრისის დაკარგვა, რაც ყველა ჩვენს კლიენტს ახასიათებს. მაგალითად ადამიანი, რომელიც საომარი კონფლიქტის დროს იყო ნაწამები ის უფრო მზად იყო ამისათვის, რადგან კონტექსტი გულისხმობს, რომ ამგვარი ფაქტის მზაობა არის. გაცილებით რთულია როდესაც ადამიანი აწამეს მშვიდობიან გარემოში. ასეთ შემთხვევაში ძალიან რთულია ამ საზრისის აღდგენა. 7 ნოემბრის დაზარალებულები, სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან, მათთვის ძალიან რთული გახდა ამ საზრისის აღდგენა, რადგან სრულიად გაუგებარი და ამოუხსნელი იყო მათთვის თუ რატომ გახდნენ ისინი მსხვერპლნი.

- ეს ტრამვები ისევ მოუშუშებელი რჩება და პირველ რიგში იმ მიზეზით, რომ არგუმენტირებული პასუხი თუ რატომ გახდნენ ადამიანები წამებისა და ძალადობის მსხვერპლნი ჯერ ისევ პასუხგაუცემელია. პასუხგაუცემელია და დამნაშავეები ჯერ ისევ არ გამოვლენილან.

XS
SM
MD
LG