ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერაქტი ინდოეთში


ინდოეთის პრემიერ მინისტრმა საავადმყოფოში მოინახულა შაბათს ტერატქებში დაჭრილი 45 კაცი. ინდოეთის პრემიერ მინისტრს მანმოჰან სინჰს თანა ახლდა ინდოეთის მმართველი კონგრესიის პარტიის წინამძღვარი სონია განდი.

შეგახსენებთ რომ შაბათს 16 ნაღმი იქნა აფეთქებული რის შედეგადაც 160 კაცი დაიჭრა. მიმდინარეობს გამოძიება. ჯერჯერობით არავინ დაუპატიმრებიათ, თუმც 30 კაცი დააკავეს დაკითხვისათვის. ტერატქებამდე რამოდენიმე წუთით ადრე ელექტრონული ფოსტით ადგილობრივ საინფორმაციო საშუალებებში გაგზავნილ წერილში აფეთქებებისათვის პასუხისმგებლობას კისრულობს მანამდე უცნობი დაჯგუფება რომელიც თავის თავს ინდოეთის მუჯაჰედინებს უწოდებს.

ქალაქ მუმბაიში პოლიციამ ამერიკელი მოქალაქის ბინა გაჩხრიკა, რომლის კომოიუტერი ფიქრობენ გამოყენებული იყო ამ ელექტრონული წერილის გაგზავნისას. ჯერჯერბით არ არის ცნობილი მოხვდა თუ არა ეს ამერიკელი მოქალაქე ეჭვმიტანილთა სიაში. გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა დაჰგმო ეს ტერაქტები.

XS
SM
MD
LG