პაკისტანში რაკეტის აფეთქების შედეგად დაუზუსტებელი მონაცემებით 5 კაცი დაიღუპა. მათ შორისაა 3 უცხოელი მეამბოხე.
აფეთქებას პაკისტან-ავღანეთის სასაზღვრო რაიონში ჰქონდა ადგილი. სადაზვერვო მონაცემებით ამერიკული რაკეტების დარტყმის შედეგად აფეთქებას ადგილი ჰქონდა ვაზირისტანის რეგიონის ერთერთი სოფლის რელიგიური სკოლის შორიახლოს. სამი კაცი დაიჭრა.