ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამას ევროპული ტურნე


ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან ბარაკ ობამა აგრძელებს ევროპულ ტურნეს და დღეს იგი პარიზში ჩავიდა ქვეყნის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისთან შესახვედრად.
ობამას მოგზაურობა საფრანგეთში როგორც მოსალოდნელია, პომპეზურობის გარეშე ჩაივლის გერმანიასთან შედარებით. ბერლინში გამარჯვების მოედანზე მის სიტყვას 200 000 ადამიანი უსმენდა.

სწორედ ბერლინში წარმოთქვა ობამამ სიტყვა, სადაც მან საგარეო პოლიტიკური პლატფორმის მიმართულებები მიმოიხილა.

ბერლინში გაკეთებულ გამოსვლაში ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ არ არსებობს საზღვარი მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს, სხვადასხვა რელიგიისა და რასის წარმომადგენლებს შორის. მან ევროპელებსა და ამერიკელებს ერთად მუშაობისკენ მოუწოდა ტერორიზმის დასამარცხებლად. ამას გარდა ევროპის სახელმწიფოებს მან მოუწოდა ამერიკაშთან ითანამშრომლონ ავღანეთსა და ერაყში სტაბილობის მისაღწევად და ომის დასასრულებლად.

ობამას რესპუბლიკელმა მეტოქემ ჯონ მაქეინმა კი გააკრიტიკა ობამას მოგზაურობა ევროპაში და იქ გაკეთებული მოხსენებები. გუშინ, ოჰაიოს შტატში გამოსვლისას მაქეინმა აღნიშნა, რომ მას დიდი სურვილი აქვს გერმანიში არა როგორც კანდიდატი არამედ როგორც პრეზიდენტი ისე წარსდგეს ხალხის წინაშე.

XS
SM
MD
LG