ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქება ინდოეთში


ინდოეთის ქალაქ ბანგალორში დღეს აფეთქებებს ჰქონდა ადგილი, დაიღუპა ერთი კაცი.
ოფიციალური განცხადების თანახმად სულ მცირე 6 აფეთქებას ჰქონდა ადგილი. ავტობუსის გაჩერებასთან განხორციელებული ტერაქტის შედეგად ერთი ქალია დაღუპული დაუზუსტებელი მონაცემებით 15 კაცი დაიჭრა.

გამოძიებამ დაადგინა რომ ტერაქტებში გამოყენებული იყო დაყოვნებული მოქმედების თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები და დეტონატორები. ასაფეთქებელი მოწყობილობები განზრახ იყო მოთავსებული ხალხმრავალ ადგილებში. საგულისხმოა რომ ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში ინდოეთის არაერთ ქალაქში მსგავს ტერაქტებს ჰქონდა ადგილი. ქალაქ ბანგალორში განლაგებულია ინდოეთისა და დასავლეთის ულტრა თანამედროვე ტექნიკის კომპანიები.

XS
SM
MD
LG