ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირმა დროებით შეუჩერა ფინანსური დახმარება ბულგარეთს


ევროკავშირმა დროებით შეუჩერა ფინანსური დახმარება ბულგარეთს რადგანაც ევროკავშირის დოკუმენტი რომლის თანახმად ბულგარეთის მთავრობის ძალისხმევა ამოეძირკვა კორუფცია და ორგანიზებული დამნაშავეობა არავითარ რეზულტატს არ იძლევა.

ევროკომისიის განცხადების თანახმად კორუფცია და თანხემბის არადანიშნულებისამებრ ხარჯვა იმდენად დიდ მასშტაბებს იღებს რომ სასწრაფოდ უქმდება აკრედიტაცია რომელიც თავის დროზე ევროკავშირმა ორ ბულგარულ სამთავრობო სამმართველოს მისცა ევროკავშირის ბულგარეთისადმი ფულადი დახმარების გასანაწილებლად.

ეს თანხა თითქმის 800 მილიონ დოლარს უდრის. როგორც ევროკავშირის წარმომადგენელმა ჯეფრი ვან ორდენმა სოფიის რადიოსადმი მიცემულ ინტერვიუში განაცხადა როგორც ჩანს ბულგარეთის მთავრობა სულაც არ არის დეტერმინირებული რათა შეასრულოს ის ამოცანები რომლებიც მას ევროკავშირმა დაუსახა.

აღსანიშნავია რომ ამის პარალელურად ევროკავშირის დოკუმენტში იმასაც აღნიშნავენ რომ ბულგარეთის მთავრობამ მიუხედავად ზემოთქმულისა ბოლოს 6 თვის განამვლობაში მაინც გადადგა განსაზღვრული ნაბიჯები კორუფციასთან ბრძოლის საქმეში, რომელიც უშუალოდ ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შეეხო.

XS
SM
MD
LG