ირანი არ დაჰყვება საერთაშორისო საზოგადოებრიობის ზეწოლას რათა შეაჩეროს მისი ბირთვული პროგრამა - აცხადებს ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი.
როგორც მან თქვა ირანი კვლავაც გააგრძელებს ბირთვული ტექნოლოგიის შემუშავებას, მიუხედავად ამ ზეწოლისა. აჰმადინეჟადმა ეს განცხადება დღეს ირანის ტელევიზიით გააკეთა. შეგახსენებთ რომ აშშ-ის სახ.მდივანმა კონდოლიზა რაისმა მიმდინარე კვირას განაცხადა რომ ირანს დამატებითი სანქციები ემუქრება ურანის თუ იგი არ შესწყვეტს ურანის გამდიდრების პროცესს.
რაისმა აგრეთვე აღნიშნა რომ შაბათს ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებაზე ირანმა სერიოზული რეაქცია არ მოახდინა იმ ინციატივების პაკეტზე რომელიც მას საერთაშორისო საზოგადოებრიობამ შესთავაზა.
რაისი დაემუქრა რომ მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს დღეს გააჩნიათ იმის შესაძლებლობა რომ ირანს სანქციები დაუწესონ. აღსანიშნავია რომ მის სიტყვაში ირანის ლიდერმა, აშშ-ის გადაწყვეტილებას გაეგზავნა მისი რწმუნებული ჟენევის მოლაპარაკებაზე, როგორც პოზიტიური ნაბიჯი ისე დაახასიათა.