ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეხვედრა ასეანის სახელმწიფოთა ფორუმზე


აშშ-ის სახ.მდივანი კონდოლიზა რაისი დადებითად აფასებს მის შეხვედრას ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრთან.

როგორც ქალბატონმა რაისმა განაცხადა ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამაზე ექვსმხრივ მოლაპარაკებაში ჩართულ სახელმწიფოებს სურთ ამ საკითხის რაც შეიძლება მოკლე ხანში გადაჭრა. მან ეს განცხადება დღეს სინგაპურში ბირთვული განიარაღების მოლაპარაკების საკითხში ჩართული ხუთი სახელმწიფოს საგრეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

შეხვედრა შედგა ასეანის სახელმწიფოთა ფორუმზე, რაც მოიცავდა რაისისა და ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის პაკ უი ჩუნის პირისპირ შეხვედრასაც.

იაპონიის, ჩინეთის, სამხრეთ კორეის, რუსეთის და სხვა სახელმწიფოთა წარმომადგენლებმა განიხილეს პროექტის ტექსტი, რომელიც ეხება ფხენიანის მიერ მისი ბირთვული პროგრამის შემოწმების საკითს. ფხენიანმა ექვსმხრივ მოალაპარაკებაში ჩართულ სახელმწიოფოებს უკვე გადასცა დოკუმენტი მისი ბურთვული პროგრამის შესახებ.

XS
SM
MD
LG