ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა პალესტინას ეწვია


ბარაკ ობამა რამალაში პალესტინელ ლიდერებს შეხვდა. როგორც პალესტინელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს ობამამ შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა რომ თუ იგი გახდა აშშ-ის პრეზიდენტი იგი ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების პროცესში აქტიურად ჩაებმება. ობამამ დღეს ერთ საათიანი შეხვედრა იქონია პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტთან მაჰმუდ აბასთან.

აბასის თანაშემწემ შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა რომ როგორც ობამამ განაცხადა იგი შეეცდება მიაღწიოს სამშვიდობო გარიგებას რეგიონში რადგანაც ეს კრიტიკული მნიშვნელობის საკითხია აშშ-ისთვის.

საგულისხმოა რომ საპრეზიდენტო მარათონში ობამას მეტოქე რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი მარტის თვეში ისრაეელში სტუმრობისას არ შეხვდა პალესტინის ავტონომიის ლიდერებს. ბარაკ ობამა ისრაელის დაბა შდეროტს ეწვევა სადაც ისრაელის პრემიერ მინისტრს ეჰუდ ოლმერტს შეხვდება.

XS
SM
MD
LG