ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონდოლიზა რაისის ვიზიტი თბილისში


დღეს დასრულდა აშშ სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში. კ.რაისმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტთან რაისმა და მ.სააკაშვილმა განიხილეს რუსულ-ქართული ურთიერთობები, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის და კონფლიქტებთან დაკავშირებული საკითხები.

- რუსეთის ზოგიერთი ქმედება ხელს არ უწყობს კონფლიქტების მოგვარებას! - ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტები მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს!

- ძალადობა არ უნდა იყოს არცერთი მხრიდან! უდანაშაულო ადამიანები არ უნდა იღუპებოდნენ!

-საქართველომ უნდა განავითაროს ურთიერთობები რუსეთთან, მაგრამ კონტაქტი უნდა ჰქონდეს აფხაზებთან!

- აფხაზებმა და ქართველებმა ერთმანეთს პირდაპირ უნდა ელაპარაკონ! - აფხაზებს უფლება აქვთ იცოდნენ, რა მომავალი ექნებათ საქართველოში! - ასეთი განცხადებები გააკეთა კ.რაისმა საქართველოს პრეზიდენტის ახალ რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე. თუმცა დასაწყისში მასპინძლებს დიდი მადლობა გადაუხადა შესანიშნავი მიღებისთვის, არ დამალა აღფრთოვანება თბილისით, მისი ხედებით და მერწმუნეთ, აბსოლუტურად გულრწფელად თქვა, რომ არსად მსოფლიოში არ სმენის ჯაზის ისეთი შესრულება, როგორც გუშინ რესტორან კოპალაში მოისმინი, მისივე თქმით პატარა ქართველი ბიჭის მიერ შესრულებული..

უშიშროების საბჭოს მდივნის, კახა ლომაიას კომენტარის თანახმად, ქართულ მხარეს დიდი იმედი აქვს აშშ მხარდაჭერისა კონფლიქტურ რეგიონებში რუსი სამშვიდობოების საერთაშორისო საპოლიციო ძალებით ჩანაცვლების საკითხში. რაც რუსეთთნა ურთიერთობებს ეხება, მ.სააკაშვილი მოსკოვს სოჭის ოლიმპიური თამაშების ჩასატარებლად ერთობლივი კომიტეტის შექმნას სთავაზობს, რომელიც უსაფრთხო გარემოს შექმნას უზრუნველყოფს. - გაგრა არის 5 კილომეტრში ოლიმპიური ცენტრიდან ! განაცხად საქართველოს პრეზიდენტმა.

XS
SM
MD
LG