ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

18 წლის განმავლობაში  თურქეთის ლიდერის პირველი ვიზიტია ერაყში


ერაყი მხარს უჭერს თურქეთს მის ბრძოლაში ქურთი მეამბოხეების წანააღმდეგ.
ამის თაობაზე განცხადება გააკეთა თურქეთის საგარეოს მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოგანმა ერდოგანმა რომელიც ბაღდადს სტუმრობს ხაზგასმით აღნიშნა რომ მეამბოხეები რომლებიც ერაყში განლაგებული ბაზებიდან ესხმიან თავს თურქეთს არა მარტო ამ ორ სახელმწიფოს , არამედ მთელს რეგიონს უქმნიან საფრთხეს. მისივე თქმით ერაყისა და თურქეთის ლიდერები არ დაუშვებენ იმას რომ ამ მეამბოხეებმა ბზარი შეიატნონ ერაყისა და თურქეთის ურთიერთობაში. ბატონმა ერდოგანმა ეს განცხადება ერაყის პრემიერ მინისტრის ნური ალ მალიკისთან ერთად გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა.

როგორც თურქეთის ლიდერმა თქვა ქურთისტანის მუშათა პარტიის მეამბოხეთა ტერორიზმის ძირფესვიანად ამოგლეჯა უპირველესი ამოცანაა როგორც თურქეთის ასე ერაყისათვის. ბატონმა მალიკიმ ქებით მოიხსენია ბატონი ერდოგანი ერაყში ისტორიული ვიზიტისათვის. შეგახსენებთ რომ 18 წლის განმავლობაში ეს თურქეთის ლიდერის პირველი ვიზიტია ერაყში.

XS
SM
MD
LG