ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქება უზბეკეთში


უზბეკეთში ძლიერ აფეთქებებს ჰქონდა ადგილი. დაიღუპა სამი, ხოლო დაიჭრა 21 კაცი.
უზბეკი ოფიციალური პირების განცხადების თანახმად აფეთქებას ადგილი ჰქონდა ქვეყნის სამხრეთში ქალაქ კაგანის შორიახლოს განლაგებული სამხედრო ბაზის საწყობში.

უზბეკეთის საგანგებო მდგომარეობის მინისტრმა დღეს განაცხადა რომ აფეთქების მიზეზია საწყობში გაჩენილი ხანძარი სადაც საბჭოთა ხანის რაკეტები და საარტილერიო ჭურვები ინახება.

\შემთხვევის რაიონიდან დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია. თვითმხილველთა თქმით აფეთქებების ხმა იმდენად ძლიერი იყო რომ ისინი რვა კილომეტრის მანძილზე ისმოდა.

XS
SM
MD
LG