ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წუხელ ირანმა რაკეტების კიდევ ერთი გამოცდა მოაწყო


როგორც ირანის ინფორმაციის ოფიციალურ საშუალებებშია ნათქვამი თეირანმა ხმელეთი-ზღვის, ხმელეთი-ხმელეთის და ზღვა-ჰაერის ტიპის რაკეტები გამოსცადა.

შეგახსენებთ რომ ოთხშაბათს ირანმა შაჰაბ სამის ტიპის შორი მანძილის რაკეტა გამოსცადა რომელსაც შეუძლია 2000 კილომეტრის რადუისში სამიზნე ობიექტების მოსპობა. თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა გაფრთხილება მისცა ირანს იმის თაობაზე რომ აშშ-ი მზადაა საკუთარი თავი და მისი მოკავშირეები დაიცვას ნებისმიერი აგრესიისაგან.

მიმდინარე კვირას აიათოლა ალიხამენეის თანშემწემ ხაზგასმით აღნიშნა რომ თუ ირანზე განხორციელდება თავდასხმა ირანის უპირველესი სამიზნე გახდება სპარსეთის ყურეში ამერიკის სამხედრო საზღვაო ფლოტის გემები და ისრაელი.

XS
SM
MD
LG