ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონდოლიზა რაისი სააკაშვილს შეხვდა


აშშ-ის სახლემწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა და საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს თბილისში.

რაისმა აღნიშნა რომ რუსეთი საერთაშორისო პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად უნდა მოქმედებდეს და საკუთარი წვლილი უნდა შეჰქონდეს კონფლიქტების მოგვარებაში. რუსეთმა არ უნდა გაამწვავოს ურთიერთობა თბილისსა და კონფლიქტურ ზონებს შორის.

რაისმა მოსკოვს დასდო ბრალად აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სიტუაციის დაძაბვა. რუსეთი აცხადებს რომ მისი როლი ამ ზონებში სამშვიდობო მისიით შემოიფარგლება და რომ თბილისი თვით ძაბავს სიტუაციას. ქალბატონი რაისი საქართველოს ოპოზიციის ლიდერებსაც შეხვდა.

XS
SM
MD
LG