ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისში კონდოლიზა რაისი ჩამოვიდა


საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბული რჩება. ცხინვალის რეგიონში გუშინ საღამოს 4 რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია, მათ ცხინვალზე წრიული ხასიათის ფრენები განახორციელეს, 40 წუთის შემდეგ საქართველოს ტეროტორია დატოვეს.

გამთენიისას თავდასხმა მოხდა აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ქართული პოლიციის საგუშაგოზე.

თბილისში დღეს საათ-ნახევრის წინ აშშ სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ჩამოვიდა. წინასწარი ინფორმაციით კონდოლიზა რაისი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან საქართველოს ნატოში ინტეგრაციისა და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფკიქტების მოგვარების საკითხებს განიხილავს.

რას უნდა ელოდოს საქართველოს აშშ სახელმწიფო მდივნის ვიზიტისგან ესოდენ რთულ პოლიტიკურ ვითარებაში? ექსპერტის, თორნიკე შარაშენიძის აზრით, რაისი საქართველოს ხელისუფლებას თავშეკავებისკენ მოუწოდებს, ხოლო ჩვენს მეზობელ რუსეთს დაანახებს, რომ საქართველო მარტო არ არის.


XS
SM
MD
LG