ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტამბოლში აშშ-ისს აკონსულოსთან ტერაქტი განხორციელდა


თურქეთში აშშ-ის ელჩმა სტამბოლში განხორციელებულ თავდასხმას ტერორისტული აქტი უწოდა.
შეგახსენებთ რომ თავდასხმას ადგილი ჰქონდა სტამბოლში აშშ-ის საკონსულოს შენობასთან. დაიღუპა სამი პოლიციელი და სამი თავდამსხმელი. ანკარაში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე აშშ-ის სრულუფლებიანმა ელჩმა როს ვილსონმა ჟურნალისტებს განუცხადა რომ მან უკვე მოითხოვა მთელს თურქეთში ამერიკული დიპლომატიური მისიების უსაფრთხოების გაზრდა.

თვითმხილველთა თქმით სამმა ვინაობა დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირმა საკონსულოს დაცვას ავტომობილიდან გაუხსნა ცეცხლი. პოლიციამ საპასუხო ცეცხლით უპასუხა ტერორისტებს.
როგორც აშშ-ის საელჩოს პრესცენტრმა განაცხადა საელჩოს თანამშრომლებიდან არავინ დაშავებულა.

XS
SM
MD
LG