ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობაა


ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში საგანგებო მდგომარეობაა, აფხაზეთში რუსული სამხედრო ძალების მობილიზაცია მიმდინარეობს. რუსული შეიარაღებული სპეც-რაზმები გალის რაიონის 5 სოფელში განლაგდნენ. კონფლიქტის ზონაში სამშვიდობოები ხსნიან ახალ საგუშაგოებს, ოჩამჩირეში მონტაჟდება 4 ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარი..

გასულ ღამეს ვაშინგტონმა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში სამშვიდობოების ფორმატის დაუყონებლივი შეცვლა მოითხოვა. ვაშინგტონი რუსი სამშვიდობოების საერთაშორისო საპოლიციო ძალებით ჩანაცვლებას მოითხოვს.

- საქართველო მიუახლოვდა თავისი სანუკვარი ოცნების რეალიზაციას, გაიყვანოს აფხაზეთიდან რუსი სამშვიდობოები, წერს რუსული ინტერნეტ-გამოცემა. რამდენად შეესაბამება ეს განცხადება რეალობას ?

ამ კითხვით ექსპერტს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ირაკლი მჭედლიშვილს მივმართე, რომელიც ამ განცხადებას ადასტურებს, და ამბობს, რომ საერთაშორისო საპოლიციო ძალებით რუსეთის სამშვიდობოების ჩანაცვლება დააჩქარებს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებს.

XS
SM
MD
LG