ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერაქტი ქაბულში


პაკისტანმა უარყო რაიმე კავშირი გუშინ ქაბულში განხორციელებულ ტერაქტთან, შეგახსენებთ რომ აფეთქებას ადგილი ჰქონდა ინოდეთის საელჩოს შორიახლოს. მალაიზიაში გამართულ პრესკონფერენციაზე პაკისტანის პრემიერ მინისტრმა იუსუფ რაზა გილანიმ განაცხადა რომ პაკისტანი სულაც არ არის დაინტერესებული იმაში რომ დესაბილიზაცია შეიტანოს ავღანეთში. ეს განცხადება მოსდევს დღეს ავღანეთში გამოქვეყნებულ ინფორმაციას რომლის თანახმად ქაბულში გუშინ განხორციელებული ტერაქტის ორგანიზება შეუძლებელი იქნებოდა უცხოური სპეც-სამსახურების ხელისშეწყობის გარეშე. ადრე ავღანეთმა არაერთი განცხადება გააკეთა იმის თაობაზე რომ ავღანეთის ტერიტორიაზე განხორციელებული მთელი რიგი ტერატქების მიღმა პაკისტანის სპეც-სამსახურების აგენტები დგანან.

შეგახსენებთ რომ ორშაბათს მომხდარ აფეთქებას დაუზუსტებელი მონაცმებით ორმოცდაერთი კაცის სიცოცხლე შეეწირა, ასზე მეტი ადამიანი დაიჭრა. დღემდე არავინ იღებს პასუხისმგებლობას ამ ტერაქტისათვის. თეთრმა სახლმა ისევე როგორც ავღანეთის პრეზიდენტმა დაჰგმეს ეს ტერაქტი. გაერომ უშიშროების საბჭომ შეშფოთება გამოხატა იმ საშიშროების გამო რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებრიობას თალიბები და ალყაიდა უქმნიან.


XS
SM
MD
LG