ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნინო ბურჯანაძე პოლიტიკაში დაბრუნდა


საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე პოლიტიკაში ბრუნდება, დღეს სასტუმრო "ქორთიარდ-მარიოტში" ნინო ბურჯანაძემ სტუმრები მიიწვია ფონდის " დემოკრატიის განვითარებისთვის" პრეზენტაციაზე. ნ.ბურჯანაძეს ახალ რანგში გზა დაულოცა აშშ ელჩმა ჯონ ტეფტმა, აშშ საელჩოს სხვა ოფიციალურმა პირებმა.. პრეზენტაციას არ ესწრებოდნენ ნ.ბურჯანაძის ყოფილი კოლეგები, სტუმართა შორის იყვნენ ქართველი და უცხოელი ექსპერტები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ნ.ბურჯანაძის განცხადებით დემოკრატიული განვითარებისთვის ფონდის მისაა ხელი შეუწყოს საქართველოში ეროვნული ინტერესების დაცვას, ჭეშმარიტ დემოკრატიულ ფასეულობათა დამკვიდრებას, საჯარო და სამოქალაქო ინსტიტუტების გაძლიერებას, მდგრადი სოციალური და ეკონომიკური განვითარების პირობების შექმნას.

"ჩვენი მიზანია ახალი პოლიტიკური რეალიების შექმნა" - განაცხადა ფონდის პრეზიდენტმა ნ.ბურჯანაძემ "ამერიკის ხმის " კითხვაზე რა იგულისხმება ახალ პოლიტიკურ რეალიებში, ნ.ბურჯანაზემ ყურადღება ადამიანის უფლებების დაცვაზე გაამახვილა..

ექსპერტი რამაზ კლიმიაშვილი თვლის, რომ ნ.ბურჯანაძის სახით, ფონდით"დემოკრატიის განვითარებისთვის" ქართულ პოლიტიკურ ასპარესზე გამოდის ახალი პოლიტიკური ძალა. მისივე თქმით აშშ ორი ალტერნატიული კანდიდატი ჰყავს საქართველოს პრეზიდენტობის : დავით გამყრელიძე და ნინო ბურჯანაძე..


XS
SM
MD
LG