ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერაქტი ავღანეთში


ქაბულში ინდოეთის საელჩოსთან განხორციელებული ტერაქტის შედეგად 41 კაცი დაიღუპა, მათ შორის 4 ინდოეთის მოქალაქე, დაიჭრა 141 კაცი. ჯერჯერობით ტერაქტისთვის არავის უკისრია პასუხისმგებლობა. თუმც ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად როგორც სჩანს კამიკაძე ტერორისტის მიერ განხორციელებული ტერაქტი კოორდინირებული იყო რეგიონში ამჟამად აქტიურად მოქმედი განსაზღვრული სპეც-სამსახურების მიერ. შეგახსენებთ რომ წარსულში ავღანეთის მთავრობამ არაერთხელ დასდო ბრალად ტერაქტების მოწყობა პაკისტანის სპეც-სამსახურებს.

ვაშინგტონმა კერძოდ თეთრი სახლის წარმომადგენელმა დაგმო ეს ტერაქტი. ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ განაცხადა რომ ტერაქტი მეამბოხეებმა მოაწყვეს რომლებიც ავღანეთსა და ინდოეთს შორის ურთიერთობაში განხეთქილების შეტანას ცდილობენ.

ინდოეთსა და ავღანეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობას ააქვს ადგილი რაც გამოიხატება იმაში რომ დელი რამოდენიმე პროექტს აფინანსებს ავღანეთში, რაც ქვეყნის ინფრასტრუქტურის გამოჯანსაღებისთვის არის გამიზნული.


XS
SM
MD
LG