ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინგრიდ ბეტანგური და 14 მძევალი გაათავისუფლეს


კოლუმბიაში ყოფილი მძევალი ინგრიდ ბეტანგური საფრანგეთიდან შვილების ჩამოფრენას ელის. ქალბატონი ბეტანგური და 14 სხვა მძევალი სამი ამერიკელი მოქალაქის ჩათვლით რომლებიც მძევლებად კოლუმბიელმა მეამბოხეებმა აიყვანეს გუშინ სპეც-სამსახურების მეირ განხორციელებული ოპერაციის შედეგად გაათავისუფლეს.

კოლუმბიის მთავრობის განცხადების თანახმად კოლუმბიის დაზვერვის აგენტებმა მოახერხეს მეამბოხეთა გაცურება და დააწრმუნეს ისინი იმაში რომ შვეულმფრენებით მძევლათა უფრო საიმედო ადგილზე გადაყვანა შეიძლებოდა. საბოლოო ანგარიშში მძევლები აიყვანეს შვეულფრენებზე რომლებიც სინამდვილეში კოლუმბიის მთავრობის კუთვნილი იყო. ამ გზით მოხეერხდა მძევლების გადარჩენა.ოფიციალური განცხადების თანამხად ოპერაცია მშვიდობიანად წარიმართა. სამი ამერიკელი მძევალი უკვე შეერთებულ შტატებს ჩამოფრინდა. ოფიციალური მონაცემებით კოლუმბილე მეამბოხეებს კოლუმბიის ჯუნგლებში 700-ზე მეტი მძევალი ყავთ.

XS
SM
MD
LG