ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქება თურქეთში


თურქეთის სამხრეთში ნაღმის აფეთქების შედეგად თურქი ჯარისკაცი დაიღუპა. აღსანიშნავია რომ თურქეთის მთავრობამ წელს მთელს თურქეთში და ერაყის ჩრდილოეთში გააფართოვა სამხედრო სპეც-ოპერაციები ქურთთა მუშათა პარტიის შეიარაღებული დაჯგუფებების წინააღმდეგ.

თურქეთი ამტკიცებს რომ ეს ორგანიზაცია ერაყის ჩრდილოეთში განლაგებული ბაზებიდან რეგულარულად ახდენს თავდასხმებს თურქეთის სამხრეთ აღმოსავლეთზე. ქურთ მუშათა პარტია 1984 -ი წლიდან იბრძვის ქურთთა ავტონომიისათვის თურქეთის ტერიტორიის სამხრეთ-აღმოსავლეთში. ძალმომრეობამ 30 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქურთთა მუშათა პარტია თურქეთისა და აშშ-ს მიერ კლასიფიცირებულია როგორც ტერორისტული ორგანიზაცია.

XS
SM
MD
LG