ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქება ბულგარეთი


სოფიის შორიახლოს განლაგებულ სამხედრო საწყობზე აფეთქებებს ჰქონდა ადგილი. მსხვერპლი არ არის. ბულგარეთის მთავრობის განცხადების თანახმად აფეთქებების ხმა დღეს გამთენიისას გაისმა. სოფელ ჩელოპეჩენეში. დროებით დაიხურა სოფიის საერთაშორისო აეროპორტი.

აფეთქების რაიონთან მდებარე დასახლებებიდან მოსახლეობა ევაკუირებულ იქნა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფოდ გადაისროლეს სპეციალისტთა რაზმი. როგორც ბულგარეთის მთავრობა ამტკიცებს ქიმიური მოწამვლის საშიშროება არ არის, თუმც მოუწოდებს მოსახლეობას საცხოვრებლებიდან გარეთ არ გამოვიდნენ. ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის განცხადების თანახმად შემთხვევის ადგილზე 20 ტონამდე ასაფეთქებელი ნივთიერება ინახებოდა.

XS
SM
MD
LG