ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინგრიდ ბეტანკური გაათავისუფლეს


საერთაშორისო საზოგადოებრიობა მიესალმება ინგრიდ ბეტანკურისა და სხვა მძევლების გათავისუფლებას. ამის თაობაზე სპეციალური განცხადება გააკეთა გაეროს გენერალურმა მდივნამა ბან კი მუნმა. განცხადებაში ნათქვამია რომ მძევლებმა საკმაოდ მკაცრ პირობებში ტყვეობას გაუძლეს.

შშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა სატელეფონო საუბარში კოლუმბიის პრეზიდენტს ალვარო ურიბეს მიულოცა მძევლათა წარმატებით განხორციელებული გათავისუფლება. პრეზიდენტ ურიბეს აგრეთვე ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლას სარკოზიც. მძევლების გათავისუფლებას მიესალმებიან ესპანეთი, ბრაზილია და ვატიკანი.

ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია ვენესუელის პრეზიდენტს ჰუგო ჩავეზს, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მძველების გათავისუფლების საქმეში.

XS
SM
MD
LG