ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნარკომანია - სამართლებრივ საკითხებში


26 ივნისი ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე იყო. ნარკომანია საქართველოში ისევ ერთერთ ყველაზე მტკინვეულ და აქტუალურ პრობლემად რჩება. მასთან ბრძოლა წარმოუდგენელია ერთი მიმართულებით, მაგალითად ნარკომანების და ანუ წამალ დამოკიდებულების დასჯით, ბრძოლა კომპლექსური ხასიათის უნდა იყოს, რომელიც სამართლებრივ, მკურნალობით და პრევენციის საკითხებს გულისხმობს. ყველა ეს მიმართულება საქართველოში დახვეწას და გაძლიერებას საჭიროებს. ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ ნარკომანიასთან ბრძოლის სამართლებრივი მხარე ქართული კანონმდებლობით არ შეესაბამება მსოფლიო სტანდარტს და მრავალი ხარვეზით გამოირცევა. რა ტიპის პორბლემასთან გვაქვს საქმე, ამის შესახებ სამხრეთ კავკასიის ანტინარკოტიკული პროგრამების ექსპერტი სამართლებრივ საკითხებში ზვიად სხვიტარიძე მოგვახსენებს.

ზვიად სხვიტარიძე – პრობლემა გვაქვს ჩვენ, არა მხოლოდ ლოკალურ დონეზე, არამედ საერთაშორისო დონეზე. საქართველომ ხელი მოაწერა გაეროს სამ მნიშვნელოვან ანტინარკოტიკულ კონვენიციას. პირველი არეგულირებს ნარკოტიკულ საშუალებებს და მათ ბრუნვას, მეორე ფსიქოტროპულ ნივთიერებებს ეხება და მესამე ნარკოტიკულ დანაშაულებებთან ბრძოლას. ამ სამივე კონვენციას საქართველომ ხელი მოაწერა. მნიშვნელოვანი არის ის, რომ უნდა მოხდეს დეკრიმინალიზაცია ანუ ნარკოტიკული საშუალების მოხმარება უნდა გაიმიჯნოს დანარჩენი დანაშაულებისგან. სამწუხარო რეალობა გვაქვს ის, რომ დოზების საკითხი არ შეესაბამება არავითარ სტანდარტებს და არ არის განსაზღვრული მცირე დოზა. და ამიტომ ნებისმიერი დოზა ითვლება დიდ დოზაში. ეს აუცილებლად უნდა დარეგულირდეს. ჩვენ ვმუშაობთ ახალი კანონპროექტის შექმნაზე და ვთანამშრომლობთ, მაგალითად პატიმრებთანაც, წამალ დამოკიდებულ ადამიანებთანაც, რადგან მათ ყველაზე კარგად იციან რა დოზა შეიძლება იყოს განსაზღვრული მოხმარებისთვის და რა დოზა გასაღებისთვის. ის, რომ დოზების საკითხი უნდა დაიხვეწოს, ეს არის ცალსახა.

- დოზები უნდა გადაისნიჯოს და მოგვარდეს პორბლემა, რომელიც ამგვარი შინაარსის არის – წამლის მომხმარებელი არ უნდა ისჯებოდეს გამსაღებლის ბრალდებით თუკი გასაღების დანაშაულის უტყუარი ფაქტები არ არსებობს.


XS
SM
MD
LG