ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში მოთარეშეებმა მოსამართლე მოკლეს


დღეს ბაღდადში მოთარეშეებმა მოსამართლე მოკლეს. ქამილ ალ-შოვაილი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. შოვაილი სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე იყო.

ამასობაში ამერიკელმა სამხედროებმა გადადეს ანბარის პროვინციაზე კონტროლი ერაყის ძალებისთვის გადაცემის პროცედურა უდაბნოში მოსალოდნელი ქარიშხალის გამო.

ამერიკელი სამხედროების მტკიცებით ანბარში გუშინ კამიკაძის მიერ მოწყობილი ტერაქტი არ არის ამ საქმესთან დაკავშირებული.

ამ აფეთქების შედეგად 23 ადამიანი მათ შორის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაიღუპნენ.

XS
SM
MD
LG