ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პარასკევს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მაინც გაიმართება


მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ლიდერი მორგან ჩანგირაი მონაწილეობას არ მიიღებს არჩევნებში, ზიმბაბვეს ოფიციალური პირების განცხადებით პარასკევს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მაინც გაიმართება .

დღეს, ზიმბაბვეს სახელმწიფო საინფორმაციო წყაროს ცნობით, საარჩევნო კომისიამ დაადგინა, რომ ჩანგირაის წერილი კანდიდატურის მოხსნისა მიზნით, რომელიც მიმდინარე კვირის სამშაბათს შევიდა კომისიაში, დაგვიანებული იყო და რომ ეს ნაბიჯი ძალაში ვერ შევიდოდა. თუმცა ჩანგირაიმ კვლავაც გაიმეორა კანდიდატურის მოხსნის გადაწყვეტილების შესახებ და რომ მოლაპარაკებები ორ დაპირისპოირებულ მხარეს შორის არ შედგება თუ მეორე ტურის შემდეგაც პრეზიდენტი მუგაბე თავს გამარჯვებულად გამოაცხადებს.

ევროპის ქვეყნები, ზიმბაბვეს ოპოზიციისა და ადამიანის უფულებების დაცვის ჯუგფები აცხადებენ, რომ პრეზიდენტ მუგაბეს მომხრეებმა ათობით ადამიანი მოკლეს, ასობით ოპოზიციონერი კი დაშავებულია.

XS
SM
MD
LG