ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქება ერაყის ნინევეს პროვინციაში


ერაყის ნინევეს პროვინციის დედაქალაქ მოსულში სამთავრობო შენობასთან განხორციელებულ აფეთქებას თვრამეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაჭრილია სამოცდაორი კაცი. ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს მეამბოხეებმა მოსულის ცენტრში მდებარე ბაზარს დაუშინეს რაკეტები, ხოლო ცოტა ხანში მანქანაში ჩამონტაჟებული ნაღმი აფეთქდა პროვინციის გუბერნატორის ოფისთან მაშინ, როდესაც იგი შენობას ტოვებდა.

გუბერნატორი ტერაქტს უვნებელი გადაურჩა. ანბარის პროვინციაში კი ადგილობრივი ტომების საბჭოს მიმდინარეობის დროს კამიკაძე ტერორისტის მიერ განხორციელებულ აფეთებას, თორმეტი ადამიანის, მათ შორის რამდენიმე მნიშვნელოვანი ტომის ბელადის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღეში ანბარში უშიშროების უზრუნველყოფას ამერიკელები ერაყელებს გადაულოცავენ.

XS
SM
MD
LG