ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კუბის ახალი პრეზიდენტი რეფორმებს ატარებს


კუბაში გატარებული რეფორმები ძირითადად წარმოების გაზრდის მცდელობას ისახავს მიზნად. კუბის პრეზიდენტად გახდომის შემდეგ რაულ კასტრომ ეკონომიკური რეფორმები გაატარა. ზოგი მათგანი სურსათის პროდუქციის გაზრდას ისახავს მიიზნად. გლეხებს კოლმეურნეობებისგან გამოუყენებელი მიწის ნაკვეთების რენტით აღების და იქ მოყვენილი მოსავლის საბაზრო ფასებში გაყიდვის შესაძლებლობა ეძლევათ.

სხვა რეფორმები კი წარმოების გაზრდისკენაა მიმართული. მაგალითად გაუქმდა ორმოცდაატი წლის განმავლობაში არსებული თანაბარი ხელფასები:

"მართალია ეს რეფორმები ადამიანის უფლებების დაცვის ფონს არ ცვლის და მათ ჯერ არც კუბის ეკონომიკაზე მოუხდენიათ მნიშვნელოვანი ზეგავლენა, მაგრამ ეს ისეთი ცვლილებებია, რომლებსაც ჩემის აზრით კუბელები ამჩნევენ, მოსწონთ და მათი კიდევ უფრო გაღრმავება სწადიათ". ამბობს წასინგტონთან მდებარე ლექსინგტონის ინსტიტუტში მოღვაწე კუბის ექსპერტი ფილიპ პიტერსი.

გასულ აპრილს კუბის მთავრობამ რიგით მოქალაქეებს ვიდეოაპარატურის, კომპიუტერების და სხვა თანამედროვე მოწყობილობის შეძენის უფლება მისცა. თუმცა ასეთი ძვირი აპარატურის შეძენა კუბელთა უმეტესობას მაინც არ ძალუძს:

"ეს მაინც პროგრესია. კაცობრიობა წინ მიდის და ჩვენც უნდა ვეცადეოთ". ამბობს ყვავილების გამყიდველი ლაზარო მარტინესი.

რეფორმები კუბელებს მობილური ტელეფონების ქონის უფლებასაც აძლევს. თუმცა ექსპერტთა უმეტესობა თანხმდება, რომ ჯერ-ჯერობით კუბის ლიდერები პოლიტიკური კონტროლის შესუსტებას არ აპირებენ:

"აქ წარმოების გაზრდის სესახებ დისუსიები მიდის. საუბრობენ იმის შესახებ თუ როგორ უნდა მიირონ გლეხებმა უკეთესი მოგება და ასე შემდეგ. თუმცა თქვენ ვერასდროს შეესწრებით ბჭობას იმის შესახებ თუ შეიძლება, რომ ადგილობრივ არჩევნებში დამოუკიდებელმა პარტიამ მიიღოს მონაწილეობა, ან დამოუკიდებელი ჯგუფებისთვის ჰავანის ქუჩებში საპროტესტო სვლების ჩატარების უფლების მიცემა". ამბობს ვაშინგტონის ლიბერტარიანული მიმართულების კატოს ინსტიტუტის ლათინურ ამერიკული პროექტის დირექტორი კარლოს იდალგო.

თუმცა ამ ეტაპზე კუბელებს ალბათ გატარებული რეფორმებიც კი აკმაყოფილებთ. ექსპერტების აზრით, უფროსი ძმისგან განსხვავებით, რაულ კასტრო არ გამოირჩევა რკინისებური სიმკაცრით:

"ჩემის აზრით, მათ რამდენიმე წლის წინ ნათლად დაინახეს ქვეყნის დაღმავალი და მიხვდნენ, რომ დასასრული ახლოვდებოდა. მათი აზრით სოციალისტური წყობის გადარჩენის გზა არსებობს. ამ გზის ერთ-ერთ კომპონენტს კი ეკონომიკის წარმატება წარმოადგენს". ამბობს ფილიპ პიტერსი.

თუმცა ექსპერტები თვლიან, რომ მრავალი ათეული წლის განმავლობაში სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მყოფი ეკონომიკის გამოცოცხლებას უფრო ღრმა რეფორმების გატარება ესაჭიროება ვიდრე რაულ კასტროს მცდელობა.


XS
SM
MD
LG