ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხვალ კორეის იონგბიონის ბირთვული ობიექტის ნაწილს დაანგრევენ


ამერიკის წარმომადგენელი ჩრდილოეთ კორეის იონგბიონის ბირთვული ობიექტის ნაწილის დანგრევის პროცესს დაესწრება. სეულში მდებარე შეერთებული შტატების საელჩოს პრესმდივნის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი სუნ კიმი ხვალ გადაკვეთს ჩრდილოეთ კორეის საზღვარს.

ფხენიანის რეჟიმმა ობიექტის დანგრევის პროცესზე დასასწრებად ამერიკელი, ჩინელი, რუსი, იაპონელი და სამხრეთ კორეელი ჟურნალისტები მიიწვია. მოელიან, რომ ხვალ სამხრეთ კორეა ჩინეთს ბირთვული სამუშაოების დახურვის პროცესის ამომწურავ ანგარიშშაც გადასცემს. ადრე მიღწეული შეთანხმებით, ეს ანგარიში ფხენიანს ექვსი თვის წინ უნდა დაესრულებინა.

XS
SM
MD
LG