ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეჰუდ ბარაკი პარლამენტის დათხოვნის წინადადებას აღარ იზიარებს


ისრაელის პრემიერ-მინისტრის კოალიციურ მთავრობის მთავარი პარტნიორი, თავდაცვის მინისტრი ეჰუდ ბარაკი აცხადებს, რომ პარლამენტის დათხოვნის წინადადებას აღარ იზიარებს. ამ წინადადებას ისრაელის პარლამენტი დღეს განიხილავს.

პრემიერ-მინისტრთან შეთანხმების საფუძველზე ბარაკის ლეიბორისტული პარტია არ დაუჭერს მხარს პარლამენტის დათხოვნას, სამაგიეროდ ეჰუდ ოლმერტის პარტია პირველადი არჩევენბის 25 სექტემბერს ჩატარებას დაჰყაბულდა.

ლეიბორისტები აცხადებდნენ, რომ ოლმერტის არ გადადგომის შემთხვევაში კოალიციიდან გამოვლენ. აღსანიშნავია, რომ ისრაელის პოლიცია პრემიერ-მინისტრის კორუფციაში მონაწილეობის საქმეს იძიებს.


XS
SM
MD
LG