ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

”წყლის შოშანები” 80 მილიონ დოლარად გაიყიდა


გუშინ ლონდონის კრისტის აუქციონზე ფრანგი იმპრესიონისტის კლოდ მონეს ფერწერული ტილო "წყლის შოშანები" 80 მილიონ დოლარად გაიყიდა.

გაყიდვამდე ნამუშევარი 47 მილიონ დოლარად იყო შეფასებული.

ნახატი 1919 წელს მხატვრის მიერ არის ხელმოწერილი და დათარიღებული.

მონეს წყლის შოშანების ოთხი სხვადასხვა ფერწერული ტილო აქვს შექმნილი. აქედან ერთერთი ნიუ იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზუმს ეკუთვნის, ერთი კერძო კოლექციონერს ეკუთვნის , ხოლო ერთი ორ ნაწილად არის განცალკევებული.

აუქციონზე ასევე ფრანგი იმპრესიონისტის ედგარ დეგას ნამუშევარი 26 მილიონ ხუთასი ათასად გაიყიდა.

XS
SM
MD
LG