ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრიზისი ზიმბაბვეში


ზიმბაბვეში პოლიციამ რეიდი განახორციელა ოპოზიციის პარტიის ოფისზე. ოპოზიციის პარტიის წარმომადგენელმა განაცხადა რომ მთავრობამ ქალაქ მუტარეში განლაგებულ ოფისთან პოლიციის კორდონები ჩააყენა.

სვაზილენდის დედაქალაქში მბაბანეში სამხრეთ აფრიკის ლიდერებმა საგანგებო კონფერენცია გამართეს, სადაც ზიმბაბვეს პოლიტიკური კრიზისი განიხილეს.

მიუხედავად საერთაშორისო ზეწოლისა ზიმბაბვეს პრეზიდენტი რობერტ მუგაბე დათმობას არ აპირებს.

კენიის პრემიერ მინისტრი რაილა ოდინგა შეშფოთებულია ზიმბავეში განვითარებულის მოვლენებით და საერთაშორისო საზოგადოებრიობას მოუწოდებს სასწრაფო და საგანგებო ზომები მიიღონ. მან იქვე დასძინა რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ზიმბაბვეს რუანდის გენოციდი ელის.

ბრიტანეთის პრემნიერ მინისტრი გორდონ ბრაუნი აცხადებს რომ მუგაბეს მთავრობის წევრებზე მკაცრ ფინანსურ და სამოგზაურო სანქციებს დააწესებს.


XS
SM
MD
LG