ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქება ნინევეს პროვინციაში


აშშ-ის სამხედრო ძალების მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად ნინევეს პროვინციაში გზის პირას დადებული ნაღმის აფეთქების შედეგად დაიღუპა 3 ამერკიელი ჯარისკაცი და თარჯიმანი.

ბაღდადის სადრის უბანში ადგილობრივი საბჭოს შენობაში ნაღმის აფეთქების შედეგად 10 ადამიანი აფეთქდა. დაღუპულთა შორის ოთხი ამერკიელია, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელი, თავდაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი და ორი ჯარისკაცი. ამის ფონზე მოსულში კამიკაძე ტერორისტმა ავტომობილში თავი აიფეთქა. აფეთქებისას 70 ადამიანი დაიღუპა.

დღეს ვაშინგტონში ერაყის პრეზიდენტი ჯალალ თალაბანი შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა ერაყის განვითარების სფეროში ამერიკის როლის შესახებ იმსჯელეს.

შეგახსენებთ რომ ოფიციალური ვაშინგტონი თვლის რომ შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ერაყში დარჩენა მომავალ წელსაც აუცილებლობას წარმოადგენს. მომავალ წელს ევროკავშირს ერაყში მანდატი ეწურება

XS
SM
MD
LG