ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბერლინში პალესტინის უშიშროებისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიხსნა


დღეს ბერლინში პალესტინის უშიშროებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციაზე პალესტინის ავტონომიური წარმონაქმნის ძალოვანი სტრუქტურებისა და სასამართლო სისტემისთვის ხელისშეწყობის საკითხი განიხილება. კონფერენციას ორმოცზე მეტი ქვეყნის დელეგატები, მათ შორის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი, პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრი სალამ ფაიადი და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ციპი ლივნი ესწრებიან.

კონფერენციის დასრულების შემდეგ, ეგრეთწოდებული ახლო აღმოსაველეთის კვარტეტის, შეერთებული შტატების, რუსეთის, ევროკავშირის და გაეროს წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართთება.

XS
SM
MD
LG