ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ აფრიკის პროფკავშირები ზიმბაბვეს იზოლაციისკენ მოუწოდებს


ძლევმოსილი სამხრეთ აფრიკის პროფკავშირების კონგრესი ზიმბაბვეს იზოლაციისკენ მოუწოდებს. პროფკავშირების დღეს გამოქვეყნებულ მოწოდებაში ზიმბაბვეს ოპოზიციის ლიდერის მორგან შანგირაის საპრეზიდენტო არჩევნებიდან გამოთიშვის გადაწყვეტილებისადმი სიმპატიაა გამოხატული.

სამხრეთ აფრიკის პროფკავშირებმა მთელი აფრიკის მშრომელებს მოუწოდეს მუგაბეს რეჟიმის იზოლაციისკენ. გუშინ გაეროს უშიშროების საბჭომ დაგმო ზიმბაბვეს ოპოზიციის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიები და აღნიშნა, რომ ასეთ ვითარებაში განმეორებითი მიუკერძოებელი და თავისუფალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება წარმოუდგენელია.


XS
SM
MD
LG