ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯგუფი საერთაშორისო ამნისტია ევროპის ქვეყნების მთავრობებს აკრიტიკებს


ჯგუფი საერთაშორისო ამნისტია ევროპის ქვეყნების მთავრობებს, ტერორიზმში ეჭვმიტანილთა საიდუმლო გადაადგილებაში ამერიკასთან თამანშრომლობის გამო აკრიტიკებს.

პატიმართა უფლებების დამცველი ჯგუფის ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაკავებულთა მეორე მხარისთვის გადაცემის ეს წესი არალეგალურია. ანგარიშში დეტალურადაა მოთხრობილი ევროპული ქვეყნების თანამშრომლობის შესახებ.

აქ ნათქვამია, რომ ევროპის ზოგ ქვეყანაში საიდუმლო საპატიმროები არსებობდა და რომ ეს ქვეყნები შეერთებული შტატების ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს ეჭვმიტანილების დაუბრკოლებლად გადაყვანის საშუალებას აძლევდნენ. საერთაშორისო ამნისტია ევროპის ქვეყნებს პატიმართა გადაადგილებისა და მეორე მხარისთვის გადაცემის პრინციპების დაცვისკენ მოუწოდებს.


XS
SM
MD
LG