ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ალი ჰოსეინი აცხადებს რომ ევროკავშირის მიერ შემოღებული სანქციები ვერაფერს დააკლებს თეირანის ბირთვულ პროგრამას.
ლუქსემბურგში შეკრებილმა ევროკავშირის 27 ქვეყნის წარმომადგენლებმა მატ იურისდიქციაში შემავალი ირანის ერთ-ერთი ბანკის ანგარიშები გაყინეს.
ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კომისარი ჰავიერ სოლანა გასულ კვირას თეირანში იმყოფებოდა რომლის დროსაც ირანს გარკვეული დივიდენდები შესთავაზა ურანის გამდიდრების პროგრამის შეჩერების სანაცვლოდ. თეირანმა უარყო ეს წინადადება.