ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი აშშ-ისა და ისრაელის წინააღმდეგ გაფრთხილებას იძლევა


ამერიკული მედიის მტკიცებით ისრაელის ფართო მასშტაბიანი სამხედრო წვრთნები ირანის ბირთვული ობიექტებზე თავდასხმის რეპეტიიცაა.

გაზეთ "ნიუ იორკ თაიმსში" გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია რომ ივნისის დასაწყისში ხმელთაშუაზღვაში მიმდინარე სამხედრო მანევრებში ისრაელის 100-ზე მეტი სამხედრო თვითმფრინავი მონაწილეობდა. აღასანიშნავია რომ ეს მოიერიშე ბომბდამშენები 1400 კილომეტრის რადიუსზე მოქმედებდნენ, რაც ისრაელსა და ირანის ნათანზის ბირთვულ ობიექტს შორის არსებულ მანძილს შეესაბამება.

ამერიკელი ექსპერტების აზრით ისრაელი მზადაა გადამჭრელი ზომები მიიღოს თუ საერთაშორისო საზოგადოება ვერ აიძულებს ირანს შეწყვიტოს ურანის გამდიდრების პროგრამა.

დღესვე ირანის უმაღლესმა აიათოლამ ახმად ხატამიმ გააფრთხილა ისრაელი და შეერთებული შტატები, რომ არ გაბედონ ირანზე თავდასხმა, თორემ საკადრის პასუხს მიიღებენ

XS
SM
MD
LG