სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლი მუინგ ბაკმა მთავრობის გადახალისება დაიწყო, მაშინ როდესაც ქვეყანაში იზრდება უკმაყოფილება შეერთებული შტატებიდან საქონლის ხორცის იმპორტის განახლების გამო.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა 7 ახალი წევრი შეიყვანა მთავრობის შემადგენლობაში. ამასობაში ვაშინგტონმა ოფიციალურად გამოაცხადა სეულთან მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ რომელიც სამხრეთ კორეაში ამერიკული ხორცისა ექსპორტის განახლებას ითვალისწინებს. ამ ცნობამ სამხრეთ კორეაში მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციები გამოიწვია.