ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქება ავღანეთში


ავღანელი ოფიციალური პირების განცხადებით, ჰელმანდის პროვინციაში კამიკაძე ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად 6 მშვიდობიანი მოქალაქე და ერთი ჯარისკაცი დაიღუპა.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ქალაქ გერეშკში კამიკაძემ კოალიციის ავტოკოლონა ამოიღO მიზანში. აფეთქებისას დაიღუპა ავღანელი თარჯიმანი და ორი ბავშვი. ჯერჯერობით უცნობია გარდაცვლილი ჯარისკაცის ეროვნება.

ამ ფონზე, კოალიციის ძალების განცხადებით ჰელმანდის პროვინციაში განხორციელებული ოპერაციის შედეგად ორი ჯარისკაცი დაიღუპა. უცნობია გარდაცვლილთა ეროვნება.

ყანდაარის პროვინციაში კი ასობით ოჯახი შინ ბრუნდება, მას შემდეგ რაც ნატოსა და ავღანეთის სამხედროები თალიბების წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაციის დასრულებას შეუდგნენ.

XS
SM
MD
LG