ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექსპერტები აფხაზეთის გაყინულ კონფლიქტზე მსჯელობენ


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს და ხვალ ბრიუსელში ევროპის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი "სახალხო პარტიის" სამიტს ესწრება. ფორუმს ესწრებიან გერმანიის კანცლერი ანგელა მერკრლი, იტალიის პრემიერი სილვიო ბერლუსკონი, უკრაინის პრემიერი იულია ტიმოშენკო.. დღეს ევროპის სახალხო პარტიის სამიტზე რუსი სამშვიდობოების ჩანაცვლების საკითხი განიზილეს.

სახელწოდებით " აფხაზეთის გაყინული კონფლიქტი" ფორუმი გაიმართა დღეს თბილისში აშშ ატლანტიკური საბჭოს, ჰარიმანის ინსტიტუტის და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ორგანიზებით.რომელშიც მონაწილეობენ ამერიკელი, ევროპელი, რუსი და ქართველი ექსპერტები, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები.

საქართველოს მთავრობის ახალი წევრი, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ელენე თევდორაძე ამბობს, რომ ფორუმის მონაწილეებმა იმსჯელეს სზვადასხვა გზებზე კონფლიქტის მოგვარების, შეიტყვეს აფხაზების შიშზე დაკავშირებით სოჭის ოლომპიადასთან . " - აფხაზეთის მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით, მათ არავინ ეუბნება რა მოუვა ინფრასტრუქტურას, ვინაიდან აფხაზეთიდან სოჭში დიდი რაოდენობით გააქვთ სამშენებლო მასალა, გარდა ამისა მათ აწუხებთ დემოგრაფიული საკითხი, ისინი შიშობენ, რომ რუსეთის ტერიტორიიდან ჩამოყვანილი მშენებლები უკან წასვლას აღარ მოისურვებენ და აფხაზეთში დამკვიდრებას მოისურვებენ...".


XS
SM
MD
LG