ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა დამატებით სახელმწიფო ფონდებს არ გამოიყნებს


ამერიკის დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი ბარაკ ობამა უარს აცხადებს თავისი წინასაარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად დამატებითი სახელმწიფო ფონდები გამოიყენოს.

დღეს გაკეთებულ განცხადებაში, ბატონმა ობამამ აღნიშნა, რომ სახელმწიფო ფინანსური სახსრებიდან 80 მილიონ დოლარზე მეტს არ დახარჯავს. ამ ფონზე, მას კვლავ შეუძლია გააგრძელოს ფინანსების მოზიდვა კერძო შემოწირულობების საშუალებით, ისევე როგორც იგი ამას დღემდე ახდენდა.

ბატონი ობამა ასევე აცხადებს, რომ გადაწყვეტილება--არ გამოეყენებინა სახელმწიფო სახსრები-არ ყოფილა ადგილი მაგრამ სახელმწიფო სახსრების გამოყენება წინასაარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად დღეს უკვე თამაშად არის ქცეული.

ობამამ განაცხადა, რომ რესპუბლიკელი კანდიდატი ჯონ მაქეინი, ისევე როგორც ამეირკის ეროვნული რესპუბლიკური კომიტეტივაშIნგტონში მყოფი ლობისტების საშუალებით ჩარიცხული სახზრებით საზრდოობენ . ლობისტებსა და პოლიტიკურ ორგანიზაციებს კი არანაირი ლიმიტი არ აქვთ თუ რა რაოდენობის თანხის მობილიზებას მოახდენენ იმ რეკლამების საშუალებით, რომლებსაც საარჩევნო კამპანია არ აკონტროლებს.


XS
SM
MD
LG