ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კრისტოფერ ჰილი ტოკიოში ჩაფრინდა


ამერიკელი, სამხრეთ კორეელი და იაპონელი წარგზავნილები ჩრდილოეთ კორეას ბირთვული საკითხის ირგვლივ სასაუბროდ ხვდებიან.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კრისტოფერ ჰილი, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ბირთვული საკითხის მოსაგვარებლად გამართულ ექვსმხრივ მოლაპარაკებებზე ამერიკას წარმოადგენს, დღეს ტოკიოში იაპონიისა და სამხრეთ კორეის წარმომადგენლებს შეხვდება.

მოელიან, რომ ფხენიანი მალე ბირთვული პროგრამის შესახებ ანგარიშს წარადგენს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა განაცხადა, რომ ანგარიში ჩინეთს გადაეცემა. ქალბატონი რაისის თქმით, ვაშინგტონი საპასუხოდ ჩრდილოეთ კორეას ტერორიზმის ხელისგამმართავი ქვეყნების სიიდან ამოშლის და ფხენიანის წინააღმდეგ შემოღებულ სანქციებსაც გააუქმებს.


XS
SM
MD
LG