ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იარაელი ჰამასთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ყაბულდება


ისრაელი ღაზის სექტორში ჰამასთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დაყაბულდა. მოლაპარაკების ეგვიპტელ შუამავლებთან შეხვედრიდან დაბრუნებულმა სრაელის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ამოს გილადმა, განაცხადა, რომ მხარეებმა სეთანხმებას მიაღწიეს. ჰამასმა და ეგვიპტემ უკვე გუშინ გაავრცელეს ინფორმაცია ზემოხსენებული შეთანხმების მიღწევის შესახებ. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად, ჰამასი და სხვა პალესტინური ორგანიზაციები ისრაელზე სარაკეტო თავდასხმების შეწყვეტის პირობას დებენ. ისრაელი ასევე შეწყვეტს სამხედრო რეიდების მოწყობას ღაზას სექტორში და მის ბლოკადას კიდევ უფრო შეასუსტებს. ორივე მხარე აცხადებს, რომ მოწინააღმდეგის მიერ პირობების არ დაცვის შემთხვევაში სამხედრო ოპრერაციები განახლდება.

XS
SM
MD
LG