ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ნატოსა და ადგილობრივმა ძალებმა შეტევა განახორციელეს


ავღანეთის ოფიციალური პირების განცხადებით, 20მდე თალიბი მეამბოხე დაიღუპა ქვეყნის სამხრეთში ნატოსა და ავღანეთის ძალების მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად.

ავღანეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ოპერაციაში ორი ავღანელი პოლიციელი დაიღუპა. გამოყენებული იყო საბრძოლო ვერტმფრენები და მძიმე ტექნიკა.

ავღანეთის თავდაცვის სამინისტრო ასევე იტყობინებოდა, რომ გუშინ ასობით თალიბი მეამბოხე ყანდაართან ახლომდებარე სოფლებში შეიჭრა. თუმცა მოგვიანებით ამ განცხადებას გადაჭარბებული უწოდა ამერიკის თავდაცვის სამინისტრომ.

ამ რაიონში ათასობით ადამიანმა საკუთარი სახლები მიატოვა. ნატო მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდებს.

XS
SM
MD
LG