ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სოხუმში მოსკოველი პრეფექტები ჩავიდნენ


სოხუმს ამ დღეებში მოსკოვის პრეფექტები სტუმრობენ, ისინი ბაღაფშთან მოსკოვსა და სოხუმს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. მოსკოველი პრეფექტების ვიზიტს სოხუმში საფუძვლად უდევს 25 აპრილის მოსკოვის მერის იური ლუჟკოვის ხელშეკრულება ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ დე-ფაქტო პრეზიდენტთან სერგეი ბაღაფშთან.

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წდეპუტატი ჯემალ გამახარია ამბობს :

- პრეფექტების ჩასვლს არის გაგრძელება იმ პოლიტიკისა, რასაც რუსეთი ახორციელებს დიდი ხანია, მაგრამ განსაკუთრებით პუტინის 16 აპრილის ბრძანების შემდეგ. პუტინის განკარგულება სწორედ თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს, განსაკუთრებით ეკონომიკურ სფეროში. რუსეთს აინტერესებს ეკონომიკურად აითვისოს ახლა აფხაზეთი, იმიტომ რომ პოლიტიკურად, სამხედრო თვალსაზრისით იგი უკვე გაბატონებულია და ახლა ეკონომიკური ინტეგრირება უნდა მოახდინოს აფხაზეთის რუსეთის შემადგენლობაში. ე.ი. გრძელდება ანექსია და უკვე არა მხოლოდ სამხედრო ძალით...

XS
SM
MD
LG