ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზ. ბუში ევროპული მოგზაურობიდან ვაშინგტონში დაბრუნდა


ევროპაში თავისი მოგზაურობის დასასრულს პრეზიდენტი ბუში ჩრდილოეთ ირლანდიას ეწვია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ გორდონ ბრაუნთან ერთად. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კმაყოფილება გამოთქვა კათოლიკებსა და პროტესტანტებს შორის მიმდინარე შერიგების პროცესით.

მანამდე ლონდონში გორდონ ბრაუნმა მხარი დაუჭირა ნატოს სამხედრო ოპერაციებს ავღანეთსა და ერაყში. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღების წინადადებაც წამოაყენა.

პრეზიდენტ ბუშის ვიზიტი ევროპაში სლოვენიიდან დაიწყო. ის ასევე ეწვია გერმანიას, იტალიას, ვატიკანსა და საფრანგეთს.

XS
SM
MD
LG